თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. სტუდენტი გოგონა გარდაიცვალა მხუთავი აირით (СО) მოწამვლის შედეგად თბილისში, მიხაკო წერეთლის №9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
1995 წელს დაბადებული გოგონა ქირით ცხოვრობდა.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, ბინაში ბუნებრივ აირზე მომუშავე ღია წვის კამერიანი ჰაერის გამათბობელი და წყლის გამათბობელი იყო დამონტაჟებული.
„თბილისი ენერჯი“ და სხვა გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გაზის კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული დანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერით, სიცოცხლისთვის საშიშია. კომპანია ასევე განმარტავს, რომ ქარის დროს იზრდება ნახშირბადის მონოქსიდის (CO) დაგროვების საფრთხე.