თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
სალომე ზურაბიშვილი სურბ-გევორქის ტაძარში საშობაო ღვთისმსახურებას დაესწრო.
„შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. მშვიდობის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყოველი თქვენგანისთვის. მრავალჯერ გეზეიმოთ სინათლისა და სიკეთის ეს დიდი დღესასწაული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სომხეთის სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს ორ დღესასწაულს ზეიმობს – შობასა და ნათლისღებას.