თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 63 წლის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილმა სიძემ ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა“.
პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. მას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.