ზუგდიდში, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გამართული გრანდიოზული მეჯლისი ტელევიზიით გუშინ გადაიცა, რომელშიც მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ, მათ შორის, პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და მისი მეუღლე, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი.
სოციალურ ქსელში ფოტოები ჯანეტმა გამოაქვეყნდა და ასობით ადამიანის გულთბილი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
„ამ ჯადოსნურ წელს შენთან ერთად გავატარებ“ – წერს ჯანეტი ნოესთან ერთად გადაღებულ ფოტოზე.
ნოეს და ჯანეტის ერთად გამოჩენა, შეიძლება ითქვას, დიდი იშვიათობაა, რადგან წყვილი ხშირად ვერ ახერხებს განმარტოებას ცნობილი პროდიუსერის გადატვირთული გრაფიკის გამო. სოციალური ქსელის მომხმარებლები მათ ერთ-ერთ ყველაზე მოდურ წყვილად აღიარებენ. ნოე და ჯანეტი 2019 წელს დაქორწინდნენ. ჰყავთ ორი წლის გოგონა ანა.