COVID-19 - ბოლო ცნობები

ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა: კლინიკის დირექტორის კომენტარი

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული 100-მდე კოვიდ-ინფიცირებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებს კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

„კლინიკაში მომართვიანობის განსაკუთრებულ, ნახტომისებრ ზრდას ადგილი არ აქვს, თუმცა მცირედი მატება შეინიშნება. არის პაციენტები საშუალო სიმძიმის, შედარებით მძიმე და, რა თქმა უნდა, მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტები, რომელთა მკურნალობის გაგრძელება ბინაზე ხდება“, — აღნიშნა მან.

ამასთან რეხვიაშვილმა მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბავშვებთან აქვს შეხება, აიცრან, ატარონ პირბადე და მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია.
მისი თქმით, ეს სტანდარტული რეკომენდაციებია იმისთვის, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება უმცროსი ასაკის, ანუ „პედიატრიულ კონტინგენტზე“.