დაკარგული კოტე კანდელაკი ნაპოვნია და ჰოსპიტალიზებულია: რა მოხდა

მუსიკოსის გაუჩინარების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, რატომ დასჭირდა მას სამედიცინო დახმარება.
Sputnik
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ქართველი მუსიკოსი კოტე კანდელაკი ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, ახლა ის საავადმყოფოშია. ინფორმაცია არტისტის მეგობრებმა გაავრცელეს.
მომღერალმა სალიომ, რომელმაც მეგობრის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველაფერი კარგადაა და კანდელაკი იპოვეს. მუსიკოსის გაუჩინარების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, რატომ დასჭირდა მას სამედიცინო დახმარება.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კოტე კანდელაკი ბოლოს 4 იანვარს, საღამოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ნახეს.
ახალგაზრდის ძებნაში პოლიციაც ჩაერთო.