COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 6 იანვარი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 908.813 ადამიანი; ჩატარებულია 2.536 824 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.867 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.567-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 949.176-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 908.813 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.105), გარდაიცვალა – 14.082 (ბოლო 24 საათში – 41). კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.372 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 936 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 41.236 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24.593, PCR–ტესტით – 16.643.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,65%, ბოლო 14 დღის – 6,18%, ბოლო 7 დღის – 7,43%.
სულ ჩატარებულია 2.536 824 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.867 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge