თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, მანდელშტამის, სუხიშვილის, კუპრაძის, კოტეტიშვილის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ორხევის დასახლების, ახვლედიანის, მუხაძის, ჯავახეთის, სუხიშვილის, კუპრაძის, კოტეტიშვილის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ერმაკოვის, ფაღავას, სანაძის და ოზაანის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ჩაჩავას, ლუბლიანას, ბოცვაძის, ბალანჩინის, ბოხუას და დისევის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ხეხილ-სანერგე მეურნეობის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და ბროწეულის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, ყიფშიძის და აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.