პოლიცია დაკარგულ მუსიკოსს ეძებს

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კოტე კანდელაკი გუშინ საღამოს მცხეთაში ნახეს.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. უკვე მეორე დღეა, ოჯახი და მეგობრები გაუჩინარებულ მუსიკოსს კოტე კანდელაკს ეძებენ.
შემსრულებლის კოლეგები ინფორმაციას მეგობრის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებენ და ძებნაში დახმარებას ითხოვენ.
„გუშინდელი საღამოს მერე, ჩვენი მეგობარი კოტე კანდელაკი გაუჩინარდა. ვინმეს თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, იქნებ დაგვეხმაროთ მის პოვნაში“, – წერს მომღერალი Salio.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კოტე კანდელაკი გუშინ საღამოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ნახეს.
ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ უკვე აცნობეს პოლიციას. მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები.