მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემა დასახელდა.
„უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის ჩვენი თეატრი დღეს. გარდაიცვალა მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
გარდაცვალებამდე რამდნიმე საათით ადრე ნიკა ქაცარიძემ სოციალურ ქსელში მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა.
„როგორც იქნა, ამოვყავი თავი საცივიდან და მოვიცალე მოსალოცად. გილოცავთ 2022 წელს. სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს ყველასთვის“, – დაწერა მსახიობმა.
მსახიობს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ნიკა ქაცარიძე 1978 წლის 29 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2005 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალებმა „შუა ქალაქში“ და „ჩემი ცოლის დაქალები“.