მელიქიშვილის გამზირი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი გახდება

2006 წლიდან მელიქიშვილის გამზირზე როგორც საზოგადოებრივი, ასევე სხვა სახის ავტოტრანსპორტი ცალმხრივად მოძრაობს.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. თბილისში მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს, ყველა სხვა სახის ავტომობილების მოძრაობა კი კვლავ ცალმხრივი იქნება, განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა.
გამზირზე ე.წ. ბასლაინები რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ გაჩნდება.
გამზირის სრული რეაბილიტაცია 2022 წელსაა დაგეგმილი და ითვალისწინებს სამუშაოებს ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის კუთხემდე, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი იქნება ცალკე, რათა მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს უფრო ხელმისაწვდომი და მოხერხებული“, – განაცხადა წილოსანმა.

მელიქიშვილის გამზირთან ერთად თბილისის მერიას 2022 წელს დაგეგმილი აქვს ასევე ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციაც.