არეულობების დროს ალმათიში პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მომიტინგეები პოლიციელებს ესროდნენ ჯოხებს, ქვებს და ნაგავს. სამართალდამცველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, შუქბგერითი ყუმბარები და ხელკეტები. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება წესრიგს დაამყარებს. მიუხედავად ამისა, მთავრობა გადადგა.