თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში მასობრივი პროტესტი არ წყდება, ამ დროისათვის ალმათიში მერიის, პროკურატურისა და მმართველი პარტია „ნურ ოთანის“ შენობები იწვის, იუწყება РИА Новости.
გარდა ამისა, ისმის სროლის ხმები.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები თხევად ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ საწვავზე ფასს დააკლებს, თუმცა პროტესტი მაინც გრძელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.