COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისში კორონავირუსმა ჩვილი იმსხვერპლა

ბავშვს კორონავირუსი გადაედო ოჯახის წევრებისგან, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ.
Sputnik
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. იაშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი თვის ბავშვი გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“.
ახალშობილი, რომელიც თბილისში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს, ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
წინასწარი მონაცემებით, ბავშვს კორონავირუსი გადაედო ოჯახის წევრებისგან, რომლებიც ინფიცირებული იყვნენ. მკურნალობის შემდეგ ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ.