ყვითელი ამბები

რა ხდებოდა სოფო ნიჟარაძის გოგონას სასცენო დებიუტისას - ვიდეო

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ქალიშვილთან ელის-მარიასთან ერთად ამერიკიდან საქართველოში ოქტომბერში დაბრუნდა და მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
Sputnik
ცნობილი მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში ფოტოებში შვილის სახეს არ აჩენდა, თუმცა ამჯერად შვილთან ერთად სცენაზე გამოვიდა და საახალწლო ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აქვეყნებს სახალისო კადრებს, თუ როგორ იწერებოდა სოფო ნიჟარაძის და ელის მარია სააკაშვილის სასცენო დებიუტი.
ცელქი ელის მარია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდა დედას სიმღერის ჩაწერის საშუალებას. პატარა გამუდებით „პაპას“ უხმობდა და სცენაზე არ ჩერდებოდა.
სოფო ნიჟარაძემ შვილი ამერიკაში გააჩინა. ის წელიწადზე მეტი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი.
მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 2020 წლის 11 აპრილით დათარიღებული ფოტო დევს, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.
31 დეკემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ელის მარია სააკაშვილი მისი შვილია.