თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ახალი წლის ღამეს ქალმა 15 წუთის შუალედით გააჩინა ტყუპები, რის გამოც გოგონა 2021-ში, ხოლო ვაჟი 2022 წელს დაიბადა.
შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ფატიმა მადრიგალმა პირველი ტყუპისცალი 31 დეკემბრის ღამის 23:45 საათზე გააჩინა, მეორე კი 1 იანვრის 00:01 საათზე.
ტყპებს სახელად აილინი და ალფრედო დაარქვეს. აილინის წონა 2,6 კგ იყო, ხოლო ალფრედოსი — 2,7 კგ.
„ჩემთვის სიგიჟეა, რომ ისინი ტყუპები არიან, მაგრამ დაბადების სხვადასხვა თარიღი აქვთ“, — ამბობს ბედნიერი დედა.
ექიმების თქმით, ეს მათ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევაა, ვინაიდან ასეთი რამ ორ მილიონში ერთხელ ხდება.
წყარო: Daily Mail