ყვითელი ამბები

„განადგურებული ვარ“: რა ტრაგედია დაატყდა ნანუკა გულუას ბედობა დღეს

ნანუკა გულუა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. იგი სერიალში მეგრელი ქალის დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს.
Sputnik
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს ნანუკა გულუას უახლოესი მეგობარი გარდაეცვალა. მსახიობმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა.
„გული გამისკდება! ჩემი ირაკლი… განადგურებული ვარ“, – დაწერა ნანუკა გულუამ.
ირაკლი ჭკადუა ჯერ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი იყო, შემდეგ კი კერძო ბიზნესში საქმიანობა წამოიწყო, ის კომპანია AWARD-ის დამფუძნებელი იყო. ბიზნესმენი 2 იანვრის დილით ოჯახის წევრებმა საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. 37 წლის ბიზნესმენმა ერთი თვის წინ კორონავირუსი გადაიტანა.