ყვითელი ამბები

დათო ხუჯაძეს და ეკა დალაქიშვილს პირველი შვილი შეეძინათ – ნახეთ რა დაარქვეს ახალშობილს

დათო ხუჯაძე და ეკა დალაქიშვილი ერთი წლის წინ დაოჯახდნენ. ქორწილი აჭარაში, ჩაქვის სასტუმრო „ოაზისში“ გადაიხადეს.
Sputnik
მომღერალი დათო ხუჯაძე და მისი მეუღლე ეკა დალაქიშვილი გოგონას მშობლები გახდნენ. ამის შესახებ ეკამ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
ახალშობილი ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა 30 დეკემბერს. პატარას მშობლებმა ილა დაარქვეს. მეგობრები მილოცვებს არ იშურებენ და პატარას ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
როგორც დათო ხუჯაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მეუღლე აეროპორტში გაიცნო. ის სპეციალობით ლოტბარია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს. ხუჯაძე წლების წინ, მოსკოვში ცხოვრებისას უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში. პირველი ქორწინებიდან მომღერალს კიდევ ერთი შვილი, გოგონა ჰყავს.