ხელმომწერებიდან ყველამ ერთხმად აღიარა, რომ მოდელი, როგორც ყოველთვის, ახალ წელსაც ბრწყინავდა.
ანუკიმ ახალი წლის ღამეს ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა კაბა მოირგო, რაშიც ნამდვილ დედოფალს ჰგავდა.
- „ბარბის თოჯინა, რომელზეც ბავშვობაში ვოცნებობდი“.
- „გილოცავთ ანუკი და ბრჭყვიალა ბედნიერებას გისურვებთ“.
- „ქალღმერთო“.
- „ლამაზი, მოდური და უნაზესი ანუკი“, – წერენ ხელმომწერები.
წელს ანუკიმ თავისი დახვეწილი გემოვნება საახალწლო გარემოს მოწყობის დროსაც გამოამჟღავნა და სახლში ნამდვილი ზღაპრული ნაძვის ხე ააწყო. ულამაზესი სააახალწლო დეკორაციები, მაკნატუნები, სანტა კლაუსები, თოვლით დაფიფქული სახლები, გირლიანდები ერთმანეთს გემოვნებით შეუხამა.
ამასთან, ანუკიმ პირდაპირ ეთერში ოჯახის ტრადიციული ნუგბარი მოამზადა და მაყურებლებს რეცეპტიც გაანდო.