თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველო–რუსეთის საზღვარზე რუსეთის მხრიდან 340-მდე სატვირთო ავტომობილია თავმოყრილი, იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, 2 იანვრიდან ამინდის გაუარესების გამო რუსეთის მხრიდან ვლადიკავკაზი–ზემო ლარსის მონაკვეთზე სატვირთოების მოძრაობა აკრძალულია.
„საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობის აღდგენას 340 ტრაილერი ელოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნას რამდენიმე ასეული სატვირთო საქართველოს მხრიდანაც ელოდება.
თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.