თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა", I მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ოთარ ჭილაძის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვერნაძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.