თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე მოსახლეობას სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა, აუცილებლობის შემთხვევაში პარლამენტი კანონმდებლობაში სპეციალურ ცვლილებებს შეიტანს.
„მოსახლეობას მოვუწოდებ გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა თავიდან ავირიდოთ დაზიანებები, რომელიც ყოველწლიურად საახალწლო დღეების დამახასიათებელი გახდა. რაც შეეხება აღსრულების თვალსაზრისით კონტროლს და ზედამხედველობას, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სამომავლოდ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება დასაგეგმი და თუ ამას დასჭირდება გარკვეული საკანონმდებლო აღსრულება, ესეც, ბუნებრივია, დროულად მოხდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ახალი წლის ღამეს საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაშავდა. ბევრი მათგანი კლინიკებშია მოთავსებული.
წინასაახალწლო პერიოდში თბილისის დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა 25-მა პირმა მიმართა.