გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რუსეთისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვირას დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზები დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა კი გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
ზემო ლარსი დღეს: ასეულობით ტრაილერი რუსეთიდან საქართველოში ვერ შემოდის>>>
ტრანსპორტის აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.