თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ბორჯომი–ხაშურის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.