თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი.
ძმის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს