თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. თბილისში ახალი წლის დღეებში არაერთი ინციდენტი მოხდა პიროტექნიკის გამოყენების შედეგად.
გუშინ პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მუხიანში სახლი დაიწვა.
გარდა ამისა, წინასაახალწლო პერიოდში თბილისის დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებულმა 25–მა პირმა მიმართა.
წინასაახალწლოდ ე.წ. ასაფეთქებლების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება.
პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.