თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. საფრანგეთში ექვსი წლიდან ბავშვებისთვის შეზღუდვები წესდება — ხვალიდან, 3 იანვრიდან, ისინი ვალდებული იქნებიან, საზოგადოებრივი ტავშეყრის ადგილებში პირბადეები ატარონ.
გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე ეს შეზღუდვა 11 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობას ეხებოდა, თუმცა ქვეყანაში „ომიკრონის“ ფართო გავრცელების გამო, ხელისუფლებამ ასაკობრივი ზღრის დაწევა გადაწყვიტა.
შესაბამისი დეკრეტი შაბათს გამოქვეყნდა საფრანგეთის ოფიციალურ მაცნეში Journal Officiel.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ექვსი წლიდან ბავშვებმა პირბადეები უნდა ატარონ საზოგადოებრივ, დაწესებულებებში, სპორტკომპლექსებში, რელიგიურ დაწესებულებებში და ასევე ქუჩებშიც.
ამასთან ცნობილი ხდება ისიც, რომ 2022 წლიდან საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს მხოლოდ აცრების საფუძველზე გაცემული „სანიტარული პასპორტი“. დროებითი ნებართვა, რომლებიც ტესტებზე დაყრდნობით გაიცემა, აღარ იმოქმედებს.
აღინიშნება, რომ „სანიტარული პასპორტი“ გაიცემა 12 წლიდან მოზარდებზეც.
წყარო: Journal Officiel