ყვითელი ამბები

ახალ წელს იატაკზე შევხვდი: რა შეემთხვა მაია ასათიანს ახალი წლის ღამეს

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ორ ძაღლთან - ბუბუსა და დუდისთან ერთად ცხოვრობს.
Sputnik
როგორც მაია ამბობს, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის და ფეიერვერკების ხმაზე მისი ძაღლები ძალიან შეშინდნენ, ამიტომ ტელეწამყვანი ახალ წელს მათთან ერთად ჩახუტებული, იატაკზე, დივნის უკან შეხვდა.
ასათიანმა მოუწოდა მოქალაქეებს, მომავალ წელს მაინც გაითვალისწინონ ცხოველების მდგომარეობა და უარი თქვან პიროტექნიკის გამოყენებაზე.
როგორც მაია ამბობს, გაუტავებელი სროლის ხმა განსაკუთრებით უსახლკარო ძაღლებსა და კატებზე ახდენს უარყოფით გავლენას, რადგან მათ თავის შეფარების შესაძლებლობა არსად აქვთ. ფრინველებს კი ამ დროს უბრალოდ გული უსკდებათ და იხოცებიან.
30 დეკემბერს თბილისის ზოოპარკმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც წერია, რომ გასულ წელს, 31 დეკემბრის ღამეს, ახალშობილ გნუს გული გაუსკდა. ძველით ახალი წლის ღამეს კი მეორე ახალშობილი გნუც დაიღუპა, ასევე გულით.
„ეს გაუთავებელი ბათქაბუთქი და გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის. გარდა იმისა, რომ ამგვარი უჩვეულო ხმაურის ეშინიათ და საშინლად ისტრესებიან, იწყებენ გაშმაგებულ სირბილს, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება“, - წერია მიმართვაში.
საახალწლოდ ზოოპარკის ვეტექიმები წინასწარ იწყებენ მზადებას: 31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ: ზოგს - აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. ეს, ცხადია, არ არის გარანტია, რომ ღამე მშვიდად ჩაივლის...