ყვითელი ამბები

თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ: კესარია აბრამიძის სკანდალური განცხადება

ქართველი ტრანსგენდერი, ცნობილი მოდელი კესარია აბრამიძე თამამი განცხადებებით ყოველთვის ახერხებს საზოგადოების ყურადღების მიქცევას.
Sputnik
კესარიამ ამჯერად ქართველ ქალბატონებს მიმართა.
„თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ. ყოველთვის, ყველგან, ყველა დროს ყველაზე მაგარ ვიდზე შეილება მხოლოდ მე ვიყო? გოგოებო შემომიერთდით რა“, - წერს აბრამიძე.
საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი. ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით.
კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა.