ახალ წელს საბერძნეთში ქართველი მოკლეს

41 წლის ქართველი მამაკაცი საკუთარ სახლთან მოკლეს
Sputnik
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი საკუთარ სახლთან მოკლეს, იუწყება „პირველი არხი“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
ინციდენტი ათენის შემოგარენში 1 იანვარს მოხდა.
მამაკაცს იმ დროს ესროლეს, როდესაც ის სახლში ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა. თვითმხილველების თქმით, მათ 4-5 გასროლის ხმა გაიგონეს.
პოლიციის ცნობით, მოკლული მამაკაცი წარსულში ბინის ქურდობისთვის იყო ნასამართლევი.
ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია მის დასაკავებლად ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს.
წყარო