2022 წლის რეკორდი: სამი გრანდიოზული პროექტი საქართველოში

Sputnik
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ახალი 2022 წელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ახალი მშენებლობებისა და მასშტაბური პროექტების დასრულების მხრივ რეკორდული წელი იქნება.
2022 წლის ბიუჯეტის გეგმების მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსება2,9 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, 1,3 მილიარდი არის სესხები სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებზე.

რეგიონული განვითარების სამინისტროს პროექტები

2022 წელს მხოლოდ გზების მშენებლობა-რემონტისთვის 1,9 მილიარდი ლარი გამოიყოფა. ამ თანხის უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შეკეთებასა და მშენებლობას მოხმარდება.
თანხა ასევე მოხმარდება ბათუმის შემოვლითი ავტომაგისტრალის მშენებლობას, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბის, რუსეთისკენ მიმავალი გზის, საჩხერე-რაჭის საავტომობილო გზის მშენებლობას.
გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ქალაქის საინვესტიციო პროგრამებსა და ურბანულ განვითარებაზე 463,8 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს პროექტები არის ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერილი პროექტების ნაწილი, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა.
კიდევ 379,9 მილიონი ლარი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგების სისტემების შეკეთებასა და აღდგენას მოხმარდება. ამ პროექტებს ასევე მხარს უჭერენ საერთაშორისო დონორები.

სამი მთავარი გზა

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი - ეს კობი-გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი მარშრუტია, სადაც ზამთარში ხშირად არის ზვავსაშიშროება, რის გამოც გზა იკეტება. საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელ სამხედრო მაგისტრალზე გვირაბის მშენებლობა სომეხ გადამზიდველებსაც გაუიოლებს თავისუფალ მოძრაობას ზემო ლარსის საგუშაგოსკენ მიმავალ გზაზე.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60 — ეს არის სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოშიE-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვრიდან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე ფოთის პორტთან. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრია. გზის ქართული მონაკვეთის ძირითადი ნაწილია რიკოთის უღელტეხილი.
მთლიანობაში, რიკოთის უღელტეხილზე 51,6 კილომეტრის სიგრძის თანამედროვე გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს. ამ დროისთვის უკვე გაყვანილია 6 გვირაბი და მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ხიდებზე დაიწყო მონოლითური კონსტრუქციის დამაკავშირებელი ფილებით დამონტაჟების პროცესი, რის შემდეგაც მოხდება საფარის დაგება.
რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობა 2022 წლისთვის დასრულდება, 2023 წლისთვის კი სრულად ამოქმედდება.
საჩხერე-რაჭის გზატკეცილი — ახალი გზა იმერეთისა და რაჭის (ქალაქი საჩხერე-ონი) ორ რეგიონს დააკავშირებს. 51 კილომეტრიანი მონაკვეთი იწყება საჩხერიდან და გაივლის სოფლებს: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოქვა, ქვაშხეთი, ზუდალი, და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ამბროლაურიდან 20 კმ-ში, ხოლო ონიდან 5 კმ-ში გადის.
ამჟამად საჩხერე-ონის მარშრუტზე მგზავრობა დაახლოებით ორ საათს გრძელდება, ახალი გზა კი მას ერთ საათამდე შეამცირებს. თბილისიდან ონამდე გზას დღეისათვის დაახლოებით ექვსი საათი სჭირდება.