ვის გაეზარდა ხელფასი 1 იანვრიდან

საბავშვო ბაღების აღმზრდელები და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თანამშრომლები რეგიონებში 1 იანვრიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან ზოგიერთ სექტორში მომუშავე მოქალაქეებს ხელფასები გაეზარდათ.
ხელფასი 10%–ით გაზარდა სახელმწიფო ჩინოვნიკებს.
საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 1 ათას ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში ჩინოვნიკების 12 კლასია.
1 იანვრიდან გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ საბავშვო ბაღების აღმზრდელები და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თანამშრომლები რეგიონებში. ზრდა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასი 100 ლარით იზრდება.
გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ ასევე სასწრაფო დახმარების თანამშრომლები რეგიონებში. ამიერიდან მათი ხელფასი თბილისში არსებულს გაუტოლდება და ექიმებისთვის საშუალოდ 1 ათას ლარზე მეტი იქნება.