თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან რიგი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების ოდენობა გაიზარდა, აღნიშნულია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
სოციალურ დახმარებაზე ახალ წელს 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი.
სიახლეების მიხედვით, ყოველთვიური დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა.
25 ლარით გაიზარდა ყოველთვიური დახმარება შშმ ბავშვებისთვის და აშაკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, 25 ლარის ნაცვლად ვეტერანები ახალ წელს 100 ლარს მიიღებენ.
სხვა დახმარებების ოდენობა არ შეცვლილა.