თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში 2022 წელს პირველი ახალშობილი 00:30 საათზე დაიბადა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მშობიარე ახალგაზრდა ქალი „იმედის კლინიკაში“ 31 დეკემბერს შეიყვანეს. ახალშობილი ბიჭუნა 3.5 კგ და 45 სანტიმეტრი დაიბადა.
ჩვილი დედასთან ერთად თავს კარგად გრძნობს. დღეს ამ კლინიკაში სულ ექვსი ჩვილი დაიბადა.
ზუსტად პირველ საათზე დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა მეორე ჩვილი, ისიც ბიჭი. პატარა თავს მშობელთან ერთად კარგად გრძნობს.