საქართველოში 1 იანვრიდან პენსიები გაიზარდა

საპენსიო უზრუნველყოფისთვის საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტში დაახლოებით 2,9 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. პენსიების ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში საქართველოში 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსიები გაიზარდა.
70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით გაიზრდება და 260 ლარი იქნება, მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერებისთვის – 312 ლარი.
70 წელს ზემოთ პირები 25 ლარით გაზრდილ პენსიას – 300 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები კი 360 ლარს.
საპენსიო უზრუნველყოფისთვის საქართველოს ბიუჯეტში დაახლოებით 2,9 მილიარდილარია გამოყოფილი.
ვინ დაარიგებს გაისად პენსიას და რამდენი იქნება საპენსიო სესხის პროცენტი?>>>
საქართველოში პენსიების ზრდა დაკავშირებულია კანონმდებლობასთან, რომელიც პენსიების ინდექსაციას ითვალისწინებს. პენსიების ინდექსაციის წესი 2021 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ახლა ის ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის გაიზრდება ინფლაციის, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივი პენსია ეკუთვნით ქალებს 60 წლიდან და მამაკაცებს 65 წლიდან. ბოლო მონაცემებით, საქართველოში პენსიას იღებს დაახლოებით 794,4 ათასი ადამიანი, აქედან 70 წელს ზემოთ 417,4 ათასია.