მინისტრმა სამედიცინო პერსონალს სიმბოლური საჩუქრები გადასცა

ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს შეხვდა.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო პერსონალს შობა-ახალი წელი მიულოცა და პანდემიასთან დაუღალავი ბრძოლისთვის სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა.
„პირადად ვესტუმრები ყველა კლინიკას და ადგილზე ვნახავ, თუ როგორ ემსახურებიან ჩვენს პაციენტებს, რა პირობებში მუშაობენ ექიმები, ექთნები. სადაც არის გაუმჯობესებისა და წინსვლის საჭიროება, ყველა ამ პრობლემას ადგილზევე მოვაგვარებთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა განიხილეს.