მსოფლიო დღეს

რომის პაპმა მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდა

ფრანცისკეს თქმით, გზავნილი – მშვიდობა დედამიწაზე „როგორც არასდროს აქტუალურია“.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ახალი წლის პირველ დღეს რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდა, იუწყება РИА Новости.
„ახალი წლის დასაწყისში ყველას მშვიდობას ვუსურვებ, რომელიც ყველა კეთილდღეობის სათავეა“, – განაცხადა პაპმა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებისადმი მიმართვისას.
როგორც მან აღნიშნა, მშვიდობის მსოფლიო დღე რომის პაპმა პავლე VI–მ დააწესა და იგი პირველად 1968 წლის 1 იანვარს აღნიშნეს.
ფრანცისკეს თქმით, გზავნილი „მშვიდობა დედამიწაზე“ „როგორც არასდროს აქტუალურია“.
„ჩვენ სახლში წავალთ ფიქრით: მშვიდობა, მშვიდობა, მშვიდობა! ჩვენ გვჭირდება მშვიდობა! დღეს სატელევიზიო პროგრამაში ომის, სიღარიბის, სისხლისღვრის ამსახველი სიუჟეტები ვნახე... აი, რა ხდება დღეს მსოფლიოში. ჩვენ გვსურს მშვიდობა“, – განაცხადა რომის პაპმა.