თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. 2022 წლის მთავარი მიზანი მოსახლეობის 70%–ის ვაქცინაცია იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე.
ეპიდემიოლოგების თქმით, მოსახლეობის 70%–ის ვაქცინაცია მასობრივ იმუნიტეტს წარმოშობს, რაც კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდის.
„2021 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ სამიზნე მაჩვენებელზე გასვლა. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენ საინფორმაციო კამპანია სათანადო დონეზე ვერ ჩავატარეთ. იგი გაცილებით უფრო აქტიური და აგრესიული უნდა ყოფილიყო. ჩვენთვის მთავარი ამოცანა სრული მოსახლეობის 70%–ის ვაქცინაცია იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეისთვის ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 40%, ერთი დოზით კი აცრილია მოსახლეობის 44,9%.