ახალი წლის სალუტებითა და ფოიერვერკებით შეხვედრის ტრადიცია არც წელს დარღვეულა. საახალწლო პერიოდში პიროტექნიკა ყოველ ნაბიჯზე იყიდება. ბოლო წლებში ფოიერვერკების მოწინააღმდეგეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით პიროტექნიკის აკრძალვას მოითხოვენ.
მიუხედავად ამისა, ახალი წლის ღამის ხმაურიანად და სანახაობრივად აღნიშვნის მსურველთა რაოდენობა კვლავ იზრდება.