თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.103 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.013 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 268, აჭარა - 218, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 141, შიდა ქართლი - 118, ქვემო ქართლი - 102, კახეთი -97, გურია - 78, მცხეთა-მთიანეთი - 34, სამცხე-ჯავახეთი - 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.553 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 896.868-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 60 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.860-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 26.090 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.495 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.043, იმერეთში - 863, აჭარაში - 469.
1.164 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 269 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში - 25, იმერეთში - 25.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 832 ადამიანი, მათ შორის 526 - თბილისში, 203- აჭარაში.
20.763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 57 ადამიანი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27.943 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.103-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 936.844-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.