COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 1 იანვარი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8936.868 ადამიანი; ჩატარებულია 2.514.871აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.388 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.103-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 936.844-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 896.868 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.553), გარდაიცვალა – 13.860 (ბოლო 24 საათში – 60). კარანტინის რეჟიმშია 57, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.495 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 832 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 32.234 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17.590, PCR–ტესტით – 16.644
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,14%, ბოლო 14 დღის – 5,55%, ბოლო 7 დღის – 5,58%.
სულ ჩატარებულია 2.514.871აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.388 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.