მსოფლიო დღეს

პირველად ისტორიაში: ახალ წელს კოსმოსში ერთდროულად 10 ადამიანი შეხვდა

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 21 წლის განმავლობაში ახალ წელს სულ 83 ადამიანი შეხვდა.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. კოსმოსში ახალ წელს ერთდროულად ათი ადამიანი შეხვდა, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
ათიდან შვიდი იმყოფებოდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე, ხოლო სამი – ჩინურ სადგურზე „ტიანგუნი“, იუწყება Роскосмос („როსკოსმოსი“).
„ეს ყველაზე ხალხმრავალი საახალწლო „სუფრა“ იყო ორბიტაზე მსოფლიო საპილოტე კოსმონავტიკის ისტორიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 21 წლის განმავლობაში ახალ წელს 83 ადამიანი შეხვდა, ხოლო კოსმონავტებისა და ასტრონავტების ნაწილი – არც ერთხელ. რუსმა კოსმონავტმა ანტონ შკაპლეროვმა ახალი წელი ორბიტაზე ოთხჯერ აღნიშნა – 2012, 2015, 2018 და 2022 წელს.
ამჟამად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე მუშაობენ კოსმონავტები ანტონ შკაპლეროვი, პიოტრ დუბროვი, „ნასას“ ასტრონავტები მარკ ვანდე ჰაი, ტომას მარშბიორნი, რაჯა ჩარი, კეილა ბერონი და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი მატიას მაურერი. „ტიანგუნზე“ იმყოფებიან ჯან ჯიგანი, ვან იაპინი და იე გუანფუ.
წყარო: Роскосмос