თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თბილისის დროით 00:04 საათზე მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
მიწისძვრის სიმძლავრე 4,1 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ მამიშლართან, 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.