პრეზიდენტმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა

Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა.
ცხრა მსჯავრდებული პენიტენცირ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ერთ მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ვადა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კიდევ ოთხი მსჯავრდებული შეწყალებულ იქნა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი 2021 წლის 31 დეკემბერს მოაწერა.