პატრიარქმა საქართველოს ახალი წელი მიულოცა

უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ წინააღმდეგობები, ბრძანა პატრიარქმა.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა.
პატრიარქმა საახალწლო მილოცვაში მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ არ უნდა შეუშინდნენ ადამიანები სიძნელეებს და ერთმანეთს უნდა დაეხმარონ.
„არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის, უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც, განსაკუთრებით, როცა იმ ადამიანებს, რომელნიც არიან საავადმყოფოში და ციხეებში, გაჭირვებაში", – ბრძანა პატრიარქმა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, უნდა გვქონდეს უნარი, დავძლიოთ წინააღმდეგობები.
პატრიარქმა ახალგაზრდები და ბავშვები, განსაკუთრებულად კი თავისი ნათლულები დალოცა.
„დალოცვილი ბავშვები მართლა ბედნიერი იქნებიან... მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის... გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში, მე უნდა დაგლოცოთ, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა და მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ“, – ბრძანა ილია მეორემ.