ყვითელი ამბები

სანდრა მისტირის, სოფო უმღერის, ლიზა ათენებს ციხესთან: როგორ ეხმაურებიან მიშას აღიარებას

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააოცა და აალაპარაკა ქართველი ხალხი. დღეს დილით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მომღერალ სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი, ელის მარია სააკაშვილი მისი შვილია.
Sputnik
მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ წერდა ქართული მედია, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. თუმცა მაშინ ნიჟარძე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა და ერთ-ერთ მედიას ამის დაწერისთვის სასამართლოშიც უჩივლა, თუმცა მოგვიანებით სარჩელი უკან გამოიტანა.
სააკაშვილის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ცნობილი სახეები.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება ალისა ამ ძალიან მაგარ სამყაროში, მაგრამ ხანდახან ჭორიკნების ბუდეში, სადაც მზად არიან სხვისი ცხოვრება ისე დაკორტნონ, საკუთარი გადაავიწყდეთ. სოფო ისეთ ფორმაში ხარ, ბრწყინავ“, - წერს კომენტარებში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
პოსტს გამოეხმაურა ჟურნალისტი ვახო სანაიაც.
„უმაგრესი პოსტია! გილოცავთ ახალ წელს. ყველაფერი კარგად იქნება ელის მარია“, - წერს სანაია.
ექსპრეზიდენტს მესამე შვილს ულოცავენ რიგითი მოქალაქეებიც, თუმცა მათ შორის იყო სახუმარო კომენტარებიც.
„მრავალი კარგი და სასიამოვნო ახალი წელი მიშას, მის შვილებს და მათ დედიკოებს. სანდრაც და სოფოც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებენ ისევე, როგორც მიშა“.
„მიშა შენ ჭკვიანი კაცი ხარ და თუკი სოფოსთან შვილი გყავდა ის გოგო რაღათ გინდოდა? ჯობია ისევ ამათ დაუბრუნდე სანამ იმასთანაც შვილი გყოლია“.
„ჰა, ჩეითქვით სული მისი ყოფილა“.
„დედა, აგი მართლა მიშასი ყოფილა. არადა არ მჯეროდა რატომღაც“.
„ლათინურ სერიალს ჰგავს... თავგზა აგვირია ამ კაცმა. ბოლოს და ბოლოს ვერ გავიგეთ ვისი ქმარია ეს კაცი... ბავშვი ანგელოზია, სოფო უნიჭიერესი და უსაყვარლესი. სანდრა არის და იქნება ფასდაუდებელი ყველაზე ქალური. სოლიდარობა სანდრას“.
„ბატონო მიხეილ, შეგიძლიათ ზუსტი ციფრი დაგვისახელოთ რამდენი ქალბატონი გელოდებათ ციხის კარებთან?“.
„მიშა კიარა თხილის გული ყოფილა, რამდენმა ქალმა გაიყო“.
„სანდრა მისტირის, სოფო უმღერის, ლიზა ათენებს რუსთავის ციხესთან... ასეთ პირად ცხოვრებას გისურვებთ 2022 წელს ჩემთვის საყვარელ ადამიანებს, მხოლოდ სხვებისთვის არ მემეტება“- წერენ სოციალურ ქსელში მომხმარებლები.
ელის მარია სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს 2020 წლის ივნისში ამერიკაში შეეძინა. სოფო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდა ორსულობას. მომღერალს შვილის გაზრდაში დედა ეხმარება. ელის მარია სააკაშვილთან ერთად მომღერალმა წელიწადზე მეტხანს იცხოვრა ამერიკაში, საქართველოში კი მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ოქტომბრის თვეში დაბრუნდა.