ყვითელი ამბები

კესარიას ახალი წელი: რას ფიქრობს მოდელი საცივსა და ხარჩოზე - ვიდეო

ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა. დიდი თუ პატარა ყველა სადღესასწაულო სამზადისშია და განსაკუთრებული იმედებით, ოცნებებით ეგებებიან დამდეგს.
Sputnik
გამონაკლისი არც ტრანსგენდერი მოდელი, კესარია აბრამიძეა. მან „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში საკუთარი საახალწლო განწყობის შესახებ ისაუბრა.
„ჩემებური ახალი წელი მაქვს. ჩემი შეხედულება მაქვს… რაღაც მკვეთრად ქართული დამოკიდებულება, რომ ქალმა საცივი, ხარჩო უნდა აკეთოს და საღამოს უკვე კისერი მოგრეხილი აქვს, ეს ახალი წელი არ მომწონს. ვემზადები ძალიან მარტივად. რამე კარგი ძვირადღირებული შამპანური, ტკბილეული. გოზინაყიც ძალიან მიყვარს“, - ამბობს კესარია.
როგორც მოდელი აღნიშნავს, დღესასწაული და ზოგადად მიზეზი არ სჭირდება, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ყოველთვის ცდილობს, დახვეწლად ჩაიცვას და სადღესასწაულო განწყობა შეიქმნას.
კესარიას თქმით, არ უყვარს ნაძვის ხე და შესაბამისად სახლში არასოდეს აწყობს. თუმცა დასძენს, რომ უცხო გარემოში ძალიან მოსწონს სადღესასწაულოდ მორთული ნაძვის ხე და ყოველთვის სიამოვნებით პოზირებს.
მისი საახალწლო სურვილი ამჯერადაც უცვლელია, საკუთარ თავს სილამაზეს და ბევრ ბედნიერ დღეს უსურვებს.