თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. მათ, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს, ახალი წლის სადღესასწაულო სუფრაზე არ უნდა მიიტანონ გარკვეული პროდუქტები და კერძები, რათა ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნეთ, აცხადებს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ელენა მალიშევა.
ექიმის თქმით, საუბარია პომიდვრის, კიტრისა თუ სხვა მწნილეულზე, ასევე თევზეულსა და მაღაზიაში შეძენილ ხორცის დელიკატესებზე, ყველეულსა და კონსერვებზე.
გარდა ამისა, სპეციალისტი ჰიპერტონიკებს აფრთხილებს, რომ წნევას სხვა პროდუქტებიც სწევს მაღლა: ტკბილეული, გაზიანი და სპირტიანი სასმელები, განსაკუთრებით, შამპანური.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ახალი წლის დღესასწაული „არ ჩაგშხამდეთ“, ჰიპერტონიისადმი მიდრეკილებმა აუცილებლად უნდა გაუძლონ ცდუნებას და ან სრულად შეიკავონ თავი ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მიღებისგან, ან ზომიერად და უკიდურესი სიფრთხილით მიირთვან ისინი.