ზვავსაშიშროება და შესაძლო შტორმი - გაფრთხილება ამინდის შესახებ

უამინდობამ და უხვმა ნალექმა შესაძლოა საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნას, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.
Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 2-4 იანვარს ძლიერი ქარი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
ამასთან, საავტომობილო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე, შემოყინულობა, ხოლო მთიან რეგიონებში იქნება ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო