ხანძრები, წყალდიდობები, სკანდალები და კოვიდი: 2021 წელი Associated Press-ის ფოტოებში

სააგენტო Associated Press-მა 2021 წლის საუკეთესო ფოტოები გამოაქვეყნა. იხილეთ გასული წლის ყველაზე ხმაურიანი მოვლენების ფოტოქრონიკა
Sputnik
2021 წელი რთული გამოდგა. მსოფლიოში არაერთი სტიქიური უბედურება მოხდა - წყალდიდობები თუ ტყის მძვინვარე ხანძრები. არეული იყო მსოფლიო პოლიტიკაც.
წლის მოვლენების ამსახველი ყველაზე უჩვეულო და შთამბეჭდავი სურათები სააგენტო AP-მა გამოაქვეყნა.
1 / 19

ცეცხლით გადამწვარ ტყეს კვამლი ფარავს. კალიფორნია, 2021 წლის ივლისი

2 / 19

მატარებელი წყლით დაფარულ გადასასვლელზე ნიდერაუში, ფრანკფურტის მახლობლად. გერმანია, 2021 წლის თებერვალი

3 / 19

ქალი ჯვრით ხელში სხვა მომლოცველებთან ერთად მიდის სალოცავად, რომ გვატემალაში მდებარე პაკაიას ვულკანმა აქტიურობა შეწყვიტოს. ვულკანმა ამოფრქვევა 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ფოტო კი მაისშია გადაღებული

4 / 19

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ცდილობენ გაარღვიონ პოლიციის კორდონი და კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ვაშინგტონი, 2021 წლის 6 იანვარი

5 / 19

ისრაელის საჰაერო თავდასხმა ღაზაზე 2021 წლის მაისში - ჰამასის მიერ ისრაელისთვის სარაკეტო სროლებზე პასუხად მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის ბოლოს

6 / 19

მამაკაცი გარბის, რათა თავი დააღწიოს COVID-19-ის მსხვერპლთა ცხედრების დასაწვავად დანთებულ კოცონებს. ნიუ დელი, ინდოეთი

7 / 19

დამშრალი ზღვის ფსკერის აეროფოტო ჩილეში, აკულეოს ლაგუნაში. ლაგუნა მთლიანად პირველად დაშრა 2000 წლის განმავლობაში - პლანეტაზე კლიმატური ცვლილების შედეგად

8 / 19

ვუდუს თაყვანისმცემლები ბანაობენ ჩანჩქერში, რომელსაც, ხალხური რწმენით, გამწმენდი ძალა აქვს. ჰაიტი

9 / 19

შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან ცეცხლმოკიდებულ ბარიკადებთან, რომელსაც ცეცხლი ბარსელონელმა მომიტინგეებმა წაუკიდეს პოლიციასთან შეტაკების დროს 2021 წლის თებერვალში. პროტესტი რეპერ პაბლო ჰასელის დაპატიმრებას მოჰყვა, რომელიც ესპანეთის მონარქიის შეურაცხყოფაში, ტერორიზმისა და ძალადობის ხელშეწყობაშია ბრალდებული

10 / 19

2021 წელს მთელმა მსოფლიომ დაიწყო აქტიური ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან უნივერსალური ვაქცინაციის გზით. სურათზე: ჯანდაცვის სპეციალისტი Pfizer-ის ვაქცინით პაციენტის ასაცრელად ემზადება თირკმელებისა და ტრანსპლანტაციის ეროვნულ ინსტიტუტში კეზონ სიტიში, ფილიპინები

11 / 19

მამაკაცი მაღაროდან ამოდის ციცაბო ფერდობზე თავზე შემოდგმული ნახშირის კალათით დჰანბადის მახლობლად, ინდოეთი. ქვეყნის მთავრობის 2021 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ჯარხანდის შტატი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია ქვეყანაში. შტატს, რომელსაც აქვს ინდოეთის უდიდესი ნახშირის მარაგი, ასევე აქვს ყველაზე ცუდი გარემოსდაცვითი მაჩვენებლები

12 / 19

პოლიცია გაზზე ფასების ზრდისა და ეკვადორის პრეზიდენტ გილერმო ლასოს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე საკისილში. 2021 წლის ოქტომბერი

13 / 19

ცეცხლში გახვეული საცხოვრებელი სახლი ჩრდილოეთ კალიფორნიაში, აშშ, 2021 წლის აგვისტო

14 / 19

დემონსტრანტები ცდილობენ, დაშალონ მეხიკოს ეროვნულ სასახლესთან მოწყობილი
ბარიკადები. 2021 წლის 8 მარტი

15 / 19

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ კაპიტოლიუმის წინ. ვაშინგტონი, 2021 წლის 6 იანვარი

16 / 19

კენიელი 12 წლის სტივენ მუდოგა ცდილობს, კალიების ხროვა განდევნოს თავისი ფერმიდან. ელბურგონი, ნაკურუს ოლქი, კენია. 2021 წლის მარტი

17 / 19

შეტაკებები ჰონდურასელ მიგრანტებსა და გვატემალელ ჯარისკაცებს შორის ვადო ჰონდოში. გვატემალა

18 / 19

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საღებავი შეასხეს სპეცრაზმელებს ბარსელონის ცენტრში, როდესაც აქტივისტები ცდილობდნენ, შეეჩერებინათ აქსელ ალტადილას გამოსახლება 2021 წლის 25 მაისს. ალტადილას ბრალად ცარიელი ბინის თვითნებურად დაკავება ედებოდა

19 / 19

მამაკაცი უყურებს, როგორ უახლოვდება ხანძარი კოჩილის პლაჟს სოფელ ლიმნის მახლობლად. საბერძნეთი, ათენიდან დაახლოებით 160 კმ. 2021 წლის აგვისტო